MyLivePage сервис работает в режиме просмотра. Мы проводим модернизацию.
miqsi : x / ტკბილი სიყვარულის წუთები ВходРегистрация
miqsi
     

მთავარი
სიახლე
სევდა
აჩრდილი
წითელი და შავი
შავი და თეთრი
სიყვარული
ოცნება
სიზმარი
ქალი
ბავშვები
ბანქო
ფოურმი
ლინკები
ჩათი
მეგობრები
რადიო ნაცნობი
ქართული მუსიკა
ალბომები
ტამტამები
ვიდეო ფაილები
ოთარ რამიშვილი
ფოლკლორი
პოეზია
პოეზიის 5 წუთი
ჩანახატები
სადღეგრძელოები
გამონათქვამები
ფორუმი
მე ვინ ვარ?

загрузка...

 
Интересные сайты
 
Лови Шанс
Система стабильного дохода
Квартиремонт
ремонт и отделка kvartiremont.narod.ru
Сергей Козлов
Добрые песни! последние обновления.

Раскрутить мой сайт!Раскрутить мой сайт!
 
Посетители
 
sateliti gia dalaqishvili
1 день назад 20.03.2010 21:41:13
zazames meskhishvili
2 дня назад 20.03.2010 09:26:39
natalynataly1234 bmv natalianatalianatalia
4 дня назад 18.03.2010 17:33:17
docho beriashvili
4 дня назад 18.03.2010 14:41:39
irochka22 Ирина
6 дней назад 16.03.2010 01:35:58
  Вернуться на главнуюmiqsi / x / ტკბილი სიყვარულის წუთები  

 
ტკბილი სიყვარულის წუთები
 

 
Записи
 
Страница:   СледующаяСледующая  ПоследняяПоследняя
 მე ვიცი...
Добавил:miqsi miqsi x 296 дней назад 30.05.2009 02:12:31

მე ვიცი ჩემში ორი ქალია

ერთი ლქსებს წერს,მეორე არა,

მე ვიცი,იმ ერთს რა უხარია,

მეორე გულში რა ნაღველს მალავს.


ერთი ადგება, დილაადრიან,

მეორე ღამით სულ არ იძინებს,

ერთს რომ სახეზე განთიადი აქვს...

მეორეს თვალზე, ცრემლი ციმციმებს.


და წლები ასე უბრად მიდიან...

გზა დასახსნელი ვერსაით ვპოვე.

რომელი დავთმო ვერ გამიგია...

ვის გაუჯავრდე: დედას თუ პოეტს?


image Комментарии: 2   Просмотров: 536   Группа: ტკბილი სიყვარუ...  

 Без темы
Добавил:miqsi miqsi x 305 дней назад 21.05.2009 03:02:31

"სიცოცხლის იქამდე არ მწამდა სანამ შენ არ დაგინახე,
სიკვდილისაც არ მწამდა სანამ ახლოს არ გაგიცანი
ახლა ორივე მწამს და ორივეს ვნატრობ
სიცოცხლეს იმიტომ, რომ სულ შენ გიყურო,
სიკვდილს იმიტომ, რომ მარტო ყურება იგივე სიკვდილის ტოლფასია,
ვიცი მეტის იმედი არც უნდა მქონდეს,
რადგან ანგელოზი შეიძლება შორიდან გიყვარდეს,
მას ვერ შეეხები ის წმინდანია..."

image Комментарии: 0   Просмотров: 260   Группа: ტკბილი სიყვარუ...  

 Без темы
Добавил:miqsi miqsi x 377 дней назад 09.03.2009 22:55:08

მე სანამ შენში შთაგონების ძიებას ვბედავ,
სანამ შენს სუნთქვას სიოდ ვაფენ ლექსის სტრიქონებს,
უხეშ ქაღალდზე საფერებელს ვერავის ვხედავ
და ჩემი მუზაც სხვა სალოცავს ვეღარ იგონებს.

ჩემს ლექსს კი არა, საკუთარ თავს უთხარ მადლობა,
შენს სილამაზეს, შენზე უკეთ, ვინ რას გაუგებს?!
მუნჯიც რომ იყოს და ვერ შეძლოს გრძნობის განდობა,
შენს სიტურფეზე მისი მზერა გაისაუბრებს.

შენ რომ მეათე მუზა იყო, თვით დრომ ინება,
შენ ცხრა დანარჩენს ერთი ათად გასცდი პატივით...
თუ წუთისოფელს განკითხვის დღე მოევლინება,
მარადისობას შენ შერჩები წმინდა ხატივით.

სიტყვებით თამაშს რომ შევწირე დრო და გონება,
მე ცოდვად მექცეს, ოღონდ გერქვას შენ შთაგონება!

image Комментарии: 0   Просмотров: 390   Группа: ტკბილი სიყვარუ...   Метки: შექსპირი.პოეზია

 Без темы
Добавил:miqsi miqsi x 377 дней назад 09.03.2009 22:54:09

დაღლილ-დაქანცულს საწოლთან რომ მიმიყვანს კვალი,
ამ ტიალ ქვეყნად უგზოოდ რომ აღარ ვტიალობ,
მოგზაურობას იწყებს მაშინ გონების თვალი
და ფეხის ნაცვლად გზაზე ფიქრით დავხეტიალობ.

და მაშინ ყველგან შენ დაგეძებ, ყველგან დავდივარ
როგორც დაღლილი მომლოცველი გზით და დროებით,
ფიქრით შენთან ვარ, სხეულით კი სადღაც ვაგდივარ
და ვებრძვი ღამეს გათანგული ქუთუთოებით.

და მაშინ სულიც აშტერდება სიბნელის წიაღს,
შენი აჩრდილით წამიერად ორად გაკვეთილს...
შენ სამკაულად ევლინები შემზარავ წყვდიადს,
განათებული შუაღამით სასოწარკვეთილს.

დღისით გზას დავდევ, ღამით ფიქრის დევნას ვუნდები
და შენს ძებნაში მოსვენებას ვერ ვუბრუნდები.

image Комментарии: 0   Просмотров: 341   Группа: ტკბილი სიყვარუ...   Метки: შექსპირი.პოეზია

 Без темы
Добавил:miqsi miqsi x 377 дней назад 09.03.2009 22:53:06

თუ მიმატოვებ, ახლა წადი... ახლა დამტოვე,
როს ბედისწერის მრისხანება გასცდა ნაპირებს,
შენც, ვით განგებამ, დავრდომილი დამიმარტოვე
და ახლა წადი... წასვლას სულიც სანამ აპირებს.

სმენა მიაპყარ ჩემს გულისთქმას - რას გეუბნება,
ჯერ მახვილს ზურგში ნუ ჩამასობ თავგამეტებით,
ღამეულ ქარებს ნუ მომიქცევ ცისკრის ღრუბლებად...
ჯერ მე და სევდა ქვეყნად ერთად დავეხეტებით.

და როცა წახვალ, შეაყოვნე ნაბიჯი წამით,
ვიდრე საწუთროს ჭირ-ვარამი მემათხოვრება,
დე, შენმა მზერამ წამიერად შეიცნოს ამით,
რა უსაშველო ტანჯვაშია ჩემი ცხოვრება.

სხვას არას ვჩივი, ესღა არის ჩემი ვედრება,
რომ შენს დაკარგვას ვერაფერი ვერ შეედრება.

image Комментарии: 0   Просмотров: 543   Группа: ტკბილი სიყვარუ...   Метки: შექსპირი.პოეზია

 Без темы
Добавил:miqsi miqsi x 377 дней назад 09.03.2009 22:51:13

ჩემს ფიქრებს ისე ასაზრდოებ შენი თვალებით,
თითქოს ცა მიწას ეფრქვევაო წვიმის წვეთებად,
თითქოსდა ვაჭარს ოქრო-ვერცხლის შემოძალებით
ყოფნა ექცაო სარაინდო სულისკვეთებად.

და ასე - ვგავარ ხან ხელმწიფეს, უხვს და იღბლიანს,
ხან სიხარბეში მეკარგება გზა და სავალი,
ხან ყველგან მძარცველს და ავაზაკს ვლანდავ ნიღბიანს,
ხან მინდა ყველას მივცე ჩემი შემოსავალი.

და ასე - ზოგჯერ სიწყვდიადის ეშვება ფარდა.
თვალსაწიერი მოჩანს ზოგჯერ ლამაზ ფერებად...
და შენგან ჩუმად ნაჩუქარი ღიმილის გარდა,
აღარაფერი მეჩვენება ბედნიერებად.

ასე დღითიდღე იწურება წუთისოფელი:
ხან ვფლობ ყველაფერს, ხან არაფრის არ ვარ მფლობელი.

image Комментарии: 0   Просмотров: 364   Группа: ტკბილი სიყვარუ...   Метки: შექსპირი.პოეზია

 Без темы
Добавил:miqsi miqsi x 377 дней назад 09.03.2009 22:48:53

ჩემს ლექსებს მკვიდრი აგებით და ამოშენებით
ვერ შეედრება ვერრა ძეგლი და მარმარილო,
რადგან ეს ლექსი გავალაღე შენი მშვენებით,
მარადისობის წარუშლელო ფერუმარილო.

სრაც და სასახლეც, გვერდიგვერდ რომ ამაყად დგანან,
ხვალ დაიქცევა ჟამთასრბოლის შეხლა-შემოხლით,
ჩვენს სიყვარულს კი აღსასრული არ ელის, რადგან
ძეგლად კი არა, ჩვენ ერთმანეთს ლექსად შემოვხვდით.

შენ თვით სიკვდილსაც შეულახავ აზრს და რაობას,
ბოროტების გზას განირიდებს დროის დინება,
ლექსით მოავლენ შენს სიკეთეს მრავალ თაობას,
სანამ საწუთროს განკითხვის დღე მოევლინება.

შენ რადგან ერთხელ შემოაღე ლექსის კარები,
სულ აქ დარჩები და მარადის აქ მეყვარები.

image Комментарии: 0   Просмотров: 400   Группа: ტკბილი სიყვარუ...  

 Без темы
Добавил:miqsi miqsi x 377 дней назад 09.03.2009 22:46:14

მემკვიდრეს უნდა გვიტოვებდეს მამრი თუ მდედრი,
კოკორმა უნდა მიიბაროს ვარდის მშვენება
და რადგან ყველას გზას მოუჭრის სიკვდილის ხვედრი,
შვილებში უნდა გრძელდებოდეს მშობლის ხსენება.

შენ კი გწადია, მარად შეგრჩეს სიტურფე თვალთა,
გსურს, შენივ ცეცხლით გამოკვებო დროის სახმილი,
გინდა ხრიოკეთს დააბერტყო სიუხვის კალთა
და, როგორც მტერმა, საკუთარ სულს ჩასცე მახვილი.

დღეს შენ ამშვენებ ამ სამყაროს, ვით ხატი ტაძარს,
ხარ წარმავალი გაზაფხულის ზღვა უნაპირო,
ხვალ კი ჩააცმევ შენს სიტურფეს ჟამთასვლის ძაძას
და სამარისკენ წარიტაცებ... ნაზო ნადირო.

იყავ მოწყალე და ნუ ელი ჟამთა აღვსებას,
ნუ აჭმევ მიწას წუთისოფლის კუთვნილ არსებას.

image Комментарии: 0   Просмотров: 333   Группа: ტკბილი სიყვარუ...   Метки: შექსპირი.პოეზია

 Без темы
Добавил:miqsi miqsi x 377 дней назад 09.03.2009 22:41:40

ის დროც დადგება, _ თუკი იმ დროს დადგომა ეთქმის,
როცა ყოველი ჩემი ნაკლი თვალში გეცემა,
როცა სიკეთეს მოიმრავლებ მარტოდენ შენთვის
და სიყვარული მოგონებებს გადაეცემა.

ის დროც დადგება, როცა გზაზე ერთად ჩავივლით
და შენს მზერაში მზის სხივები აღარ გაკრთება,
როცა წამიერ შემომხედავ, ჩემზედ მწყრალივით,
და მთელი სახე გულგრილობით დაგენაკვთება.

ის დროც დადგება, განვიკითხავ საკუთარ ცოდვებს,
წარმავალობის სინანული გაათკეცდება
და ჩვენს სიყვარულს საძრახისი თუკი რამ მოსდევს
მე დამრჩება და შენს გაკიცხვას არვინ ეცდება.

...და თუ არჩიე ტრფობის უღელს თავისუფლება,
კვლავ რომ მიყვარდე, არ მექნება ამის უფლება.

image Комментарии: 0   Просмотров: 351   Группа: ტკბილი სიყვარუ...  

 Без темы
Добавил:miqsi miqsi x 377 дней назад 09.03.2009 22:39:07

ამ წუთისოფლად ვისაც შენი ნახვა ენება,
ვის გულისთქმასაც შემოენთე ვნების სახმილით,
ყველამ შეაქო საკადრისად შენი მშვენება _
მტერმა სიტყვით თუ მოყვრის სულმა ამოძახილით.

გარეგნულ სახეს შენ გიწონებს გარედან თვალი
და შენს მეხოტბეს ეგებ ხოტბამ ცრემლიც ადინოს,
მაგრამ შენს სულში თუკი ვინმემ გაიგნო კვალი,
ქება-დიდება, არ მგონია, მოიწადინოს.

ამქვეყნად ბევრი შენ საზრიან ჭკუასაც გიქებს,
ალბათ ჰგონიათ _ ამაგს დასდებ დროის მსვლელობას,
მაგრამ თუ გულწრფელ მოტრფიალეს შენ არჩევ მლიქვნელს,
ყვავილის გვერდით დრო გარგუნებს სარეველობას.

შენი ყვავილი სურნელების გარეშე ჭკნება,
რადგან მიეცა ყველას მისი მოწყვეტის ნება.

image Комментарии: 0   Просмотров: 369   Группа: ტკბილი სიყვარუ...   Метки: შექსპირი.პოეზია

 Без темы
Добавил:miqsi miqsi x 701 день назад 20.04.2008 04:31:49


ახლა შენს სახეს ის წარსული შემოუნახავს,
სადაც ყვაოდა სილამაზე ყვავილთა მსგავსად,
სადაც სიყალბის დაბუდება არვის უნახავს
და ჯერ არ იყო შებღალული მშვენება არსად.

სადაც ნაწნავებს გარდაცვლილებს არვინ აჭრიდა,
სადაც სხვის სიკვდილს ეპყრობოდნენ დიდი პატივით...
ახლა კი ცოცხალს ნაწნავები თუკი დასჭირდა,
მკვდრის თმასაც ხმარობს მოსაკაზმავ-მოსახატივით.

შენ კი შემოგრჩა წარსულ დროთა ნამდვილი სახე,
ჭეშმარიტება ახლა მხოლოდ შენი ხვედრია,
სხვისი სიმწვანე შენს ზაფხულში მე ვერსად ვნახე
და არც სიძველის განახლება შემომხვედრია.

ბუნებას შენი მფარველობა მისთვის ენება,
ცრუ ხელოვნებამ რომ ნამდვილი ნახოს მშვენება.

image Комментарии: 0   Просмотров: 640   Группа: ტკბილი სიყვარუ...   Метки: შექსპირი.პოეზია

 Без темы
Добавил:miqsi miqsi x 701 день назад 20.04.2008 04:31:07

ნუ დაღონდები, თუ აუგად გახსენეს ისევ,
სინათლის ძრახვა ხომ წესია ბნელი გონების...
ეჭვის აჩრდილებს სილამაზეც იფერებს ისე,
თითქოს ლაჟვარდებს შესევია გუნდი ყორნების.

ლამაზ ვარდებშიც დაიბუდეს თითქოს მატლებმა,
შენც ბოროტებას თითქოს კეთილ მძევლად ხლებიხარ
და მაინც ცოდვა შენ წყალობად მოგემადლება,
რადგან საწუთროს გაზაფხულად მოვლინებიხარ.

შენ უკვე გასცდი სიყმაწვილის დღეთა ცდუნებებს _
გზად დასაძლევი რაც შემოგხვდა, ყველა იძლია,
მაგრამ ცხოვრებას ჯერ ვერსაით ჰპოვებ უვნებელს,
ცილისწამების დაძლევა თუ არ შეგიძლია.

რომ არ გყოლოდა მოშურნეთა ჯარი მხლებელად,
შენ დაგრჩებოდა ყველა გული საბრძანებელად.

image Комментарии: 0   Просмотров: 519   Группа: ტკბილი სიყვარუ...   Метки: შექსპირი.პოეზია

 Без темы
Добавил:miqsi miqsi x 701 день назад 20.04.2008 04:30:33

ორიოდ ცრემლი გადმოაგდე ლამაზ თვალთაგან,
როცა ჩემს სიკვდილს გაუწყებენ გლოვის ზარები,
როცა საწუთროს გაუმაძღარ ბინადართაგან
მიწისქვეშეთის უძღებებთან გავემგზავრები.

როცა ჩემს ლექსებს გადაავლებ მზერას წამიერ,
როცა შენს სულში წამით სევდა ამეტყველდება,
სჯობს, დამივიწყო! _ რადგან შენი სული ამიერ
მე წამიერი სევდისთვისაც არ მემეტება.

სჯობს აღარაფრით აიმღვრიო ტკბილი ფიქრები,
აღარ მისდიო მოგონების გზას და ციცაბოს
და შავ მიწაში მეც რომ მიწად გარდავიქმნები,
სჯობს სიყვარულიც ჩემთან ერთად გარდაიცვალოს.

მე სამარეში თან ჩავიტან ჩვენს ლამაზ წარსულს
და მითქმა-მოთქმას სამუდამოდ დავუდებ სასრულს.

image Комментарии: 0   Просмотров: 495   Группа: ტკბილი სიყვარუ...   Метки: შექსპირი.პოეზია

 Без темы
Добавил:miqsi miqsi x 701 день назад 20.04.2008 04:29:56


თუ გამოგკითხეს, ჩემში რა და რატომ გიყვარდა,
თუ გამიხსენეს, ამქვეყნად რომ აღარ ვიქნები,
გიჯობს, საფლავში მომადევნო ავი სიტყვა და
სჯობს, თუ მოყვარე ჩემს მოძულედ გარდაიქმნები.

გიჯობს, სხივებით არ შეამკო მწირი სინათლე,
საზრდო არ მისცე მითქმა-მოთქმის მსუნაგ მსახურებს,
ჩვენი წარსულის დავიწყებით თავი იმართლე,
თუ ჩემი ხსოვნა ლამაზ ტყუილს დაიმსახურებს.

გიჯობს, სიტყვები არ შენიღბო ტრფობის გამხელით,
არ დაეხარბო სიყვარულის მაცდურ არაკებს...
სჯობს, გვამთან ერთად დაიმარხოს ჩემი სახელიც
და ჩვენს აუგზე აღარავინ ილაპარაკებს.

თუკი ამქვეყნად შერცხვენილმა უნდა ვიარო,
სჯობს, ჩემთან ყოფნა არასოდეს გაიზიარო.

image Комментарии: 0   Просмотров: 516   Группа: ტკბილი სიყვარუ...   Метки: შექსპირი.პოეზია

 Без темы
Добавил:miqsi miqsi x 701 день назад 20.04.2008 04:28:57


რადგან ჯერ ტყვე ვარ წუთისოფლის მუხთალი ჟამის,
რადგან ჯერ გიძღვნი სიყვარულით სავსე სტრიქონებს,
რადგან სულ მალე მეც მომისჯის სიკვდილის წამი
მოუსავლეთის საპატიმროს ქორონიკონებს,

რადგან ჯერ მწყალობ, მენდობი და მეამაგები,
რადგან სიკეთის დასაბამი ჩემში გინახავს,
მიწამ წაიღოს ჩემი ტანი, მიწით ნაგები,
სული კი ლექსში მხოლოდ შენთვის შემომინახავს.

მე უკვე ვხედავ ჟამთასრბოლის უძირო ფსკერზე,
რომ ილექება ამღვრეული ჩემი ცხოვრება,
რომ ღატაკივით გადმომდგარა სიკვდილი სერზე
და ჩემს დარჩენილ ორ დღესაც კი მემათხოვრება.

მიწამ თავისი მიიბაროს, დრომაც თავისი,
ჩემი სული კი შენია და სხვა არავისი!

image Комментарии: 0   Просмотров: 548   Группа: ტკბილი სიყვარუ...   Метки: შექსპირი.პოეზია

 Без темы
Добавил:miqsi miqsi x 701 день назад 20.04.2008 04:28:16

შენ ერთადერთი იყავ ჩემი ლექსის იმედი,
არ შევხაროდი მე შენსავით სხვას და გარეშეს,
დღეს კი ჩამოსწყდა ჩემს სტრიქონებს ტრფობის სიმები
და ჩემს მუზაში სხვა ფიქრებმა გაითარეშეს.

ვიცი, შენ უნდა ღირსეული გიმზერდეს თვალი,
სხვას უნდა სთხოვდე ჩუქურთმოვან ლექსთა შენებას,
შენს ძველ პოეტს კი აღარ შერჩა არცერთი ვალი,
შთაგონებისთვის რაც მოსტაცა შენსავ მშვენებას.

რაც დაესესხა შენს ბაგეებს კეთილი სიტყვა,
რა ნაქურდალის დამალვასაც ისევ უნდება,
რა ნაჩუქარიც უკანასკნელ გრძნობამდე მიჰყვა,
დღეს ყველაფერი სარგებელით შენ გიბრუნდება.

შენგან მადლობას მე არ ველი! შენი წვლილია,
რა ვალიც მქონდა და რაც სრულად გადახდილია.

image Комментарии: 0   Просмотров: 521   Группа: ტკბილი სიყვარუ...   Метки: შექსპირი.პოეზია

 Без темы
Добавил:miqsi miqsi x 701 день назад 20.04.2008 04:27:35

ჩემს ფიქრებს ისე ასაზრდოებ შენი თვალებით,
თითქოს ცა მიწას ეფრქვევაო წვიმის წვეთებად,
თითქოსდა ვაჭარს ოქრო-ვერცხლის შემოძალებით
ყოფნა ექცაო სარაინდო სულისკვეთებად.

და ასე - ვგავარ ხან ხელმწიფეს, უხვს და იღბლიანს,
ხან სიხარბეში მეკარგება გზა და სავალი,
ხან ყველგან მძარცველს და ავაზაკს ვლანდავ ნიღბიანს,
ხან მინდა ყველას მივცე ჩემი შემოსავალი.

და ასე - ზოგჯერ სიწყვდიადის ეშვება ფარდა.
თვალსაწიერი მოჩანს ზოგჯერ ლამაზ ფერებად...
და შენგან ჩუმად ნაჩუქარი ღიმილის გარდა,
აღარაფერი მეჩვენება ბედნიერებად.

ასე დღითიდღე იწურება წუთისოფელი:
ხან ვფლობ ყველაფერს, ხან არაფრის არ ვარ მფლობელი.

image Комментарии: 0   Просмотров: 530   Группа: ტკბილი სიყვარუ...   Метки: შექსპირი.პოეზია

 Без темы
Добавил:miqsi miqsi x 701 день назад 20.04.2008 04:08:57

ნეტა რამ შობა ჩემში ეს გრძნობა,
ასეთი ნაზი, ასე ლამაზი?!
ნეტა რა არის ის ჟრუანტელი
შენს დანახვაზე რომ მივლის ტანში?!
იმ იდუმალი სითბოთი სავსე
გული დამიწყებს სხვაგვარად ძგერას,
მხოლოდ შენს ნახვას, მხოლოდ შენს ამბორს
სხვას ვერ ვინატრებ ვერაფერს, ვერა.
და როცა გნახავ ვეღარ ვივიწყებ
ბედნიერების იმ ლამაზ წუთებს,
როს შენი ხილვით მე მომანიჭე
და ეს სიცოცხლე შემიმსუბუქე.
მაშინღა ვხვდები, რომ ეს ნიჭია
ღვთითბოძებული სიყვარულისა,
დაუდგომელი, ვით ქარიშხალი
მაღალ ღმერთისგან მე რომ მეღირსა.
ისე მძაფრია ეს სიყვარული,
როგორც გიჟური ტალღები ზღვისა,
აბობოქრებულ, აფეთქებული
ნაპირისაკენ რომ იქცევს პირსა.
აცხრება ნაპირს, ვით ტყვია ნადირს
და როგორც მეფე ისე იმონებს
ადამიანის გულის იმ ნაწილს,
რაშიც ეს გრძნობა გამოიგონეს.
ნეტა რამ შონა ჩემში ეს გრძნობა,
ასეთი ნაზი, ასე ლამაზი?!
ნეტა რა არის ის ჟრუანტელი,
შენს დანახვაზე რომ მივლის ტანში...

image Комментарии: 0   Просмотров: 527   Группа: ტკბილი სიყვარუ...   Метки: ლექსები, პოეზია

 Без темы
Добавил:miqsi miqsi x 701 день назад 20.04.2008 03:57:29


თუკი ეულად იგრძენი თავი,
თუ გულში ისევ გაივლე სევდა,
გახსოვდეს, ქვეყნად რომ არის ქალი,
შენ რომ უყვარხარ მთვარეზე მეტად.
თუ დაუბერა სამხრეთის ქარმა,
თუ იალქნები დაგიცვდა ზღვაში,
არ დაივიწყო, რომ ერთმა ქალმა
შენ არასოდეს გაგცვალა სხვაში.
თუ ბედისწერას მიაყრი ფარ-ხმალს,
იღბალს ტყუილით აუხვევ თვალებს,
ქალი არასდროს გატეხავს მარხვას,
ქალი ყოველთვის დაგინთებს სანთელს.
თუ მიგატოვა ერთგულმა მუზამ,
თუ საბოლოოდ დაკარგავ იმედს,
ის გაიხსენე... ის, ვისი სუნთქვაც
ისევ ჰაერით აგივსებს ფილტვებს.
მაშინ დაგტოვებს ყოველი სევდა,
მაშინ ჩაცხრება სამხრეთის ქარი,
და შენც მიხვდები, მაღალმა ღმერთმა,
შენთვის რომ შექმნა ის ერთი ქალი

image Комментарии: 0   Просмотров: 565   Группа: ტკბილი სიყვარუ...   Метки: ლექსები, პოეზია

 Без темы
Добавил:miqsi miqsi x 701 день назад 20.04.2008 03:12:25

სანამ ცოცხალი ვარ , სანამ კვლავ ვარსებობ , სანამ გულში ცოცხლობს ამინდი მზიანი
მანამ მომეფერე , მანამ გამიფრთხილდი , მერე ყველაფერი იქნება გვიანი
სანამ ძველებურად ბრუნავს დედამიწა , სანამ არ გამწირავს იღბალი ტიალი
გულში ჩამიკარი გული არ მატკინო , მერე ყველაფერი იქნება გვიანი
სანამ სიყვარული ისევ შემიძლია სანამ კვლავ მახარებს ფოთოლთა შრიალი
ხელზე წაიკითხე ჩემი ბედის წერა , მერე ყველაფერი იქნება გვიანი
მოვა დრო მიხვდები წარსულის შეცდომებს , აგარ გაგახარებს ფოთოლთა შრიალი
მე ვეღარ დაგიხსნი ტანჯვა სამსხვერპლოდან
მერე ყველაფერი იქნება გვიანი
ბედის ირონია მწარედ ჩაგვიცინებს და აგატირებს შიჩუმის ტრფიალი , მარტო დარჩენილი სევდით გამიხსენებ
მაგრამ დამიჯერე იქნება გვიანი
სანამ ცოცხალი ვარ მანამ მომეფერე მერე ვერ მიშველის ხსენება ფიალით
გული არ მატკინო , თორემ ცრემლების ღვრა , როცა არ ვიქნები იქნება გვიანი...

image Комментарии: 0   Просмотров: 572   Группа: ტკბილი სიყვარუ...   Метки: ლექსები, პოეზია

 Без темы
Добавил:miqsi miqsi x 701 день назад 20.04.2008 03:09:04

რა გულგრილი ხარ ? თვალებს მილულავ ,
თვალებს მილულავ ცრემლით ნატბორევს
შენ ამოგივსე სული ყინულის
ცივი ნამსხვრევებით და მიგატოვეს
მე არ გამტყუნებ რომ აღარ გჯერა
მე აღარ გეტყვი - "ჩემს სიტყვებს ენდე"
მე არ გამტყუნებ რო აღარ გჯერა
კაცის ამდენი ღალატის შემდეგ...

image Комментарии: 0   Просмотров: 451   Группа: ტკბილი სიყვარუ...   Метки: ლექსები, პოეზია

 Без темы
Добавил:miqsi miqsi x 776 дней назад 05.02.2008 00:13:20

ყოველთვის როცა ოცნებობ,

ყოველთვის როცა მარტო ხარ...

იცოდე რომ მე ვარსებობ,

რომ მე ყოველთვის მახსოვხარ...

image Комментарии: 0   Просмотров: 529   Группа: ტკბილი სიყვარუ...   Метки: ლექსები, პოეზია

 Без темы
Добавил:miqsi miqsi x 142 дня назад 30.10.2009 23:50:21

მე სიყვარული ლამაზი მქონდა ,

მინდორში სიზმრად წასულ ბალღივით,

სულში ფხიზელი და მთვრალი ოდნავ,

და ნიავსავით ოდნავ დაღლილი.

მე სიყვარული შემკრთალიც მქონდა,

ტაძარში ახლად შესულ ბალღივით.

ლოცვის ბურანში დაზრილი ოდნავ

და მლოცველივით ოდნავ დაღლილი.

მე სიყვარული დამფრთხალიც მქონდა,

მთვარით დამთვრალი კოლხის ცხენივით.

მტარვალი ეჭვით შეჭმული ოდნავ,

ოდნავ შემცბარი და შერცხვენილი.

მე სიყვარული მოშიშიც მქონდა,

ღვთისკარზე ახლად შემდგარ ბერივით,

უნანიებელ ცრემლად და ცოდვად,

წასული დროში და განფენილი.

მაინც... ღმერთივით საეჭვო ოდნავ

და მოწყენილი ქრისტეს თვალებით,

მის ზეიმს სულში სულ მიმოჰქონდა,

სინაზე თოვლი და მწვერვალები...

image Комментарии: 0   Просмотров: 156   Группа: ტკბილი სიყვარუ...  

 
Добавил:miqsi miqsi x 202 дня назад 01.09.2009 09:28:47

მდუმარე ღამეს
შეშლილივით ჩავეკონები
და შევეხები სათუთ გრძნობას, თითოეულ ვარსკვლავს
ღამის
სიგიჟეს ხელაღებით დავემონები
და მარტოობას წავუკითხავ მე ლექსებს
ათასს...
ვარსკვლავთა ჩრდილებს მივეძღვნები ლამაზ რითმებად
ღამეულ ლანდებს
მეგობრებად ალბათ გავიხდი
ღამის სიგრილე გადამარჩენს მე გაგიჟებას
და მე მის
ამაგს ვეღარასდროს ვერ გადავიხდი
დავმეგობრდებით მე და ღამე სამარადჟამოდ
და
ერთად მივალთ ალბათ ორნივ სამარის კართან
მხოლოდ სიკვდილს თუ შეუძლია ერთურთს
გაგვყაროს
სახსოვრად ღამე გამაყოლებს კრიალა ვარსკვლავს
და თუ ვინატრებ მე ამ
ქვეყნად როდესმე რამეს
ან ფიქრო, ავო, თუკი მაინც არ მომეშვები
დაველოდები
დაღამებას, გავაღებ კარებს
ღამის მორევში სიხარულით გადავეშვები!...

image Комментарии: 0   Просмотров: 159   Группа: ტკბილი სიყვარუ...  

 Без темы
Добавил:miqsi miqsi x 224 дня назад 09.08.2009 23:54:12

 

                    ვიცი,ეს ფიქრი სხვასთან არ მივა.
                    და ვიცი,ახლა ხშირად მახსენებ.
                    შენ ჩამოგშორდი და მე მკვდარი ვარ,
                    ძვირფასო,მოდი და გამასვენე!..

                    მოდის ცხოვრება-კორიანტელი...
                    ნუთუ შენ მაინც არ გამახარებ?..
                    ჩემს წინ დადექი,როგორც სანთელი
                    და გულზე მიწა შენ დამაყარე!

                    ვიცი,ეს ფიქრი სხვასთან არ მივა.
                    და ვიცი,ახლა ხშირად მახსენებ...
                    შენ ჩამოგშორდი და მე მკვდარი ვარ,
                    ძვირფასო,მოდი და გამასვენე...


                                          ტ.გრანელი.

image Комментарии: 0   Просмотров: 192   Группа: ტკბილი სიყვარუ...  

Страница:   СледующаяСледующая  ПоследняяПоследняя

 
Кто на сайте?
 
Анонимные: 3, Зарегистрированные: 0 (?)
Жалоба | | Design by Drive | © Kolobok smiles, Aiwan